NDI-ის კვლევა

NDI: 84%-ის აზრით, ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა მნიშვნელოვანია

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 84% თვლის, რომ ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა მნიშვნელოვანია. კვლევაში მონაწილეთა 44% ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, 6% კი, თავისუფალ დემოკრატებს.

ამასთან, გამოკითხულთა 23% ფიქრობს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებდა.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 27 მარტი-19 აპრილის შუალედში ჩაატარა. NDI-მ ქვეყნის მასშტაბით 4360 ადამიანი გამოჰკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.3%.

კომენტარები