NDI-ის კვლევა

NDI: 46% ფიქრობს, რომ 2012 წლის შემდეგ, სამუშაო ადგილები შემცირდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სამუშაო ადგილებთან მიმართებით ვითარება გაუარესდა. ამასთან, კვლევაში მონაწილეთა 47% ფიქრობს, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო რესპონდენტთა 4%-ის აზრით, გაუმჯობესდა.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 27 მარტი-19 აპრილის შუალედში ჩაატარა. NDI-მ ქვეყნის მასშტაბით 4360 ადამიანი გამოჰკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.3%.

კომენტარები