ავიაკატასტროფა პაკისტანში

პაკისტანში მომხდარ ავიაკატასტროფას 6 პირი, მათ შორის 2 დიპლომატი ემსხვერპლა

Sofia Saifi / CNN

პაკისტანში სამხედრო ვერტმფრენის სკოლის შენობასთან შეჯახებამ ექვსი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის, ორი დიპლომატი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სამხედრო პირის, ასიმ ბაივალის თქმით, დაღუპულ ექვს პირს შორის ორი პაკისტანელი პილოტია, ხოლო ოთხი - უცხოელი პირი, მათ შორის ორი დიპლომატი. ქვეყნის პრემიერმინისტრის, ნავაზ შარიფის, თქმით, გადარჩენილი 13 პირი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დაღუპულების ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო, თუმცა, ბაივალის თქმით, ინციდენტი ტექნიკურმა გაუმართავობამ გამოიწვია.

კომენტარები