საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში

ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვილილებები გარდაუვალია

თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვილილებები გარდაუვალია, - ამის შესახებ განაცხადება თინა ხიდაშელმა გააკეთა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ძირითადად მინისტრის მოადგილეები და მრჩევლები შეიცვლებიან.

"საკადრო ცვლილებების ნაწილი ეს არის გარდაუვალი ნაწილი, რაც ავტომატურად ხდება ახალი მინისტრის მოსვლით, ეს არის მოადგილეები, მრჩევლები", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, სამინისტროს სამოქალაქო ნაწილი დიდწილად გადასულია რეორგანიზაციის რეჟიმზე.

"მეც შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად აქტიურად ჩავერთვები ამ პროცესებში, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ სამუშაოები", - განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები