საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში

პრემიერმინისტრმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დანიშნა

mod.gov.ge

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დანიშნა. პოსტებს ლევან ღირსიაშვილი და გოჩა რატიანი დაიკავებენ.

ლევან ღირსიაშვილი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენელი იყო, ხოლო გოჩა რატიანი - შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი.

შესაბამისი ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე მინდია ჯანელიძე პრემიერმა 5 ნოემბერს დანიშნა.

კომენტარები