საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში

თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს

Facebook.com

თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. როგორც ტაბულას უწყებაში განუცხადეს, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობიდან და გენერალური შტაბის მმართველობის მრჩეველთა ჯგუფის მრჩევლად დაინიშნა.

ასევე გავრცელებული იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიორგი ბეროშვილი თავდაცვის მინისტრის მეოთხე მოადგილედ დაინიშნა. უწყების განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც ბეროშვილი მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებს.

კომენტარები