აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან

ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - თავისუფალმა ზონამ, აპრიორიმ და სამართლის თაობამ მოქალაქეებთან ერთად ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ეკონომიკის მინისტრის და მთავრობის ეკონომიკური გუნდის გადადგომა მოითხოვეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ეკონომიკის სამინისტროს შენობაში სიმბოლურად კალკულატორი შეიტანა და ერთ-ერთ თანამშრომელს გადასცა, რათა მინისტრმა უკეთესად დაითვალოს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, სხვადასხვა სამინისტროსთან საპროტესტო აქციები უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.

კომენტარები