ლიტვა-რუსეთის ურთიერთობა

ლიტვაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი დაპატიმრეს

REUTERS

ლიტვის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ქვეყნის გენერალური პროკურატურის განცხადებით, 1977 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე რუსულ დაზვერვაზე მუშაობდა და მთავრობის საქმიანობის შესახებ დახურული ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა, რაც ქვეყნის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას ემსახურებოდა.

ქვეყნის ეროვნული უშიშროების კომიტეტის განცხადებთ, რუსული დაზვერვა ლიტვაში ბოლო დროს ძალიან გააქტიურებულია.

კომენტარები