სავალუტო კრიზისი

ვაშაძე: მთავრობა გონზე არ არის, ქვეყანა როგორ უნდა ააწყოს

ლარი გაუბედურებულია, სამუშაო ადგილები იკარგება, ეკონომიკა უკან მიდის, ყველა კომპონენტში არის ძალიან რთული მდგომარეობა. ეკონომიკური გუნდი კი არ უნდა მოვიდეს პარლამენტში, უნდა წავიდეს საერთოდ მთავრობიდან და მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს იქიდან გამომდინარე, რომ მათ განვლილი უკვე სამი წლის მანძილზე ერთადერთი რამ დაადასტურეს, რომ ისინი არიან არაპროფესიონალები, მათ არ იციან საქმის კეთება, ისინი საერთოდ გონზე არ არიან, ქვეყანა როგორ უნდა ააწყონ და ეკონომიკური პოლიტიკა როგორ უნდა წარმართონ. ჭამაზე გაგიჟებული ხადური, ბუჩქებში დამალული ეკონომიკის მინისტრი, მოვლენ თუ არა პარლამენტში, ვფიქრობ, რომ დიდად არაფერი შეიცვლება. ისე, კარგია, რომ, როგორც იქნა, კითხვები გაუჩნდათ უმრავლესობის წევრებს ეკონომიკურ გუნდთან ამხელა გაჭირვების და ამხელა პრობლემების შემდეგ. ქუჩაში რომ გავიდეთ, ნებისმიერი ადამიანი ერთ რამეს გეტყვით, რომ მათი ცხოვრება ყოველწლიურად უფრო და უფრო უარესდება. განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ მათი ცხოვრება უარესდება. უფრო ცუდად არიან, ვიდრე იყვნენ გასულ წელს; უფრო მეტად შიათ, ვიდრე შიოდათ გასულ წელს; უფრო მეტად დაკარგეს სამუშაო ადგილები, ვიდრე იყო გასულ წელს. ესაა რეალობა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე ეკონომიკური გუნდის პარლამენტში მისვლაზე.

კომენტარები