კრიმინალი

ვაკეში პროკრედიტ ბანკის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი დაკავებულია

REUTERS

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პროკრედიტ ბანკის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი დაკავებულია - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს ავრცელებს.

შეიარაღებული თავდამსხმელი დღეს დილით ბანკში შეიჭრა და გარკვეული თანხა წაიღო. გავრცელებული ინფორმაციით მას ნიღაბი არ ეკეთა.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.

კომენტარები