კრიმინალი

მარნეულში 27 წლის მამაკაცი მოკლეს

Getty Images

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში 27 წლის მამაკაცი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობა სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებული გარდაცვლილის თანასოფლელი, 1988 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელიც მკვლელობიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ნივთმტკიცებად დანაშაულის ჩადენის იარაღია ამოღებული. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები