კრიმინალი

ჭავჭავაძის გამზირზე შეიარაღებულმა პირმა პროკრედიტ ბანკის ფილიალი დააყაჩაღა

metro.us

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე შეიარაღებულმა პირმა პროკრედიტ ბანკის ფილიალი დააყაჩაღა.

თავდამსხმელმა ბანკიდან გარკვეული თანხა წაიღო და მიიმალა. ყაჩაღობის დროს არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით თავდამსხმელს სახეზე ნიღაბი არ ეკეთა და ის პროკრედიტ ბანკის ამავე ფილიალის კლიენტი იყო.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს მუშაობა.

კომენტარები