ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ლარის გაუფასურებაში მნიშვნელოვანი წვლილი ეროვნულ ბანკს მიუძღვის

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზრით, ლარის გაუფასურებაში მნიშვნელოვანი წვლილი ეროვნუალ ბანკს მიუძღვის, ხოლო მთავრობის ეკონომიკური გუნდი კი კარგად მუშაობს.

ივანიშვილის თქმით, ეროვნულ ბანკს უფრო მეტი სავალუტო რეზერვი უნდა გაეყიდა. ტაბულამ ბიძინა ივანიშვილს მისი საარჩევნო დაპირებაც შეახსენა იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების მესამე წელი მოსახლეობას საკუთარ ჯიბეზე უნდა ეგრძნო.

ექსპრემიერმა ივანიშვილმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რეგიონში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა აქვს, რაც მოსახლეობის შემოსავლების ზრდას იწვევს. სავალუტო ფონდის პროგნოზით კი წელს თითოეული მოქალაქის შემოსავალი 600 დოლარით დაიკლებს თუმცა ივანიშვილის თქმით ის ფონდის პროგნოზებზე შეფასებებს ვერ გააკეთებს.

კომენტარები