გარემოს დაცვის მინისტრი

ხიდაშელი: გიგლა აგულაშვილი იდეალური მინისტრი იქნება

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე გიგლა აგულაშვილის კანდიდატურას არ ადასტურებს. თუმცა, მიიჩნევს, რომ აგულაშვილი იდეალური მინისტრი იქნება. აღსანიშნავია, რომ აგულაშვილი პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

"დიახ, კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობს მთავრობასთან დაკავშირებით. კონკრეტულად გვარებზე და სახელებზე ლაპარაკს არ დავიწყებ. გიგლა იქნება ზუსტად ისეთივე იდეალური, მაღალი პასუხისმგებლობის, მაღალი პროფესიონალიზმის მინისტრი, როგორიც არის კომიტეტის თავმჯდომარე, როგორიც იყო ყოველთვის ყველგან, სადაც ოდესმე უმუშავია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამეს გიდასტურებთ", - თქვა ხიდაშელმა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გარემოს დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრებს ხვალ, 10:00 საათზე დაასახელებს.

კომენტარები