კრიზისი უკრაინაში

პოროშენკო რუსი ინტერვენტების შესაძლო შეტევაზე საუბრობს

dailystormer.com

შესაძლოა, რუსი ინტერვენტები მაისის მეორე ნახევარში აქტიურ შეტევას გეგმავდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. პეტრო პოროშენკოს თქმით, ბოლო დროს ამის თაობაზე ბევრი შემაშფოთებელი ინფორმაცია შედის. თუმცა, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები შესაძლო შეტევის მოსაგერიებლად მზად არიან. 

ეუთოს დამკვირვებელთა მისიამ კი თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მძიმე შეიარაღება აღმოაჩინა, მათ შორის - საარტილერიო დანადგარები და ტანკები, რაც მინსკის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს. სროლა კვლავაც ისმის სოფელ შიროკინოში, რომელიც ბოლო დროს დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა. 

კომენტარები