NBA - პლეიოფი 2014-2015

ფაჩულიას ბაქსმა ჩიკაგო სტუმრად დაამარცხა - 94:88

ზაზა ფაჩულია ჩიკაგოს წინააღმდეგ
http://www.nba.com/bucks

მილუოკი ბაქსმა ჩიკაგოსთან NBA-ს პლეიოფის სერიის მე-5 შეხვედრა სტუმრად მოიგო (94:88) და დაპირისპირებას ინტრიგა გაუჩინა.

შეგახსენებთ, რომ ვისკონსინურმა გუნდმა ბულზთან პირველი სამი შეხვედრა დათმო და დაპირისპირებაში აუტსაიდერის სტატუსი მიიღო, თუმცა შემდეგ ჯერ ერთი, ახლა კი მეორე მატჩიც მოიგო და ანგარიში 2:3 გახადა. ფაჩულიას გუნდს ახლა შემდეგ შეხვედრაში გამარჯვება მართებს, რომელსაც ირმები 30 აპრილს, საშინაო არენაზე ჩაატარებენ. თუ ეს ასე მოხდება, სერიაში გამარჯვებულს ბოლო - მე-7 მატჩი გამოავლენს, რომელიც უკვე ჩიკაგოში გაიმართება.

რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას გამოსვლას, ქართველ ცენტრს ორმაგი დუბლის შესასრულებლად მცირედი დააკლდა - ფაჩულიამ 9 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჩვეულად ბევრს იბრძოდა და ორ ეპიზოდში საოცარი ბურთები ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ მორიგი მატჩი მილუოკი ბაქსსა და ჩიკაგო ბულზს შორის 30 აპრილს გაიმართება.

კომენტარები