უეფას ჩემპიონთა ლიგა 2014-15

ანჩელოტი: თუ რეალმა ისე ითამაშა, როგორც ატლეტიკოსთან, მიზანს მივაღწევთ

ზინედინ ზიდანი, კარლო ანჩელოტი და ფლორენტინო პერესი
skysports.com

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, მადრიდის რეალი, ტურნირის ნახევარფინალში ტურინის იუვენტუსს დაუპირისპირდება. იტალიელებმა მონაკოს ბარიერის დაძლევით, დიდი ხნის შემდეგ გააღწიეს ლიგის ნახევარფინალში, მადრიდელი გულშემატკივრები კი წილისყრით კმაყოფილები არიან, რადგან რეალი ტურნირის ორ მთავარ ფავორიტს - ბარსელონასა და მიუნხენის ბაიერნს ფინალამდე არ შეხვდება.

მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა კარლო ანჩელოტიმ ნახევარფინალური დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდის მიზანი ფინალში თამაშია. 

"იუვენტუსი ლეგენდარული ისტორიის მქონე კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე 12 წლის შემდეგ, პირველად ითამაშებს. მათ შესანიშნავი სეზონი აქვთ და პრაქტიკულად უკვე მოიგეს სერია ა. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ მეტად გადაერთონ ჩემპიონთა ლიგაზე.
 
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია მიზნის მიღწევა - გასული წლის შემდეგ, კიდევ ერთ ფინალში თამაში. ამისთვის, მადრიდის რეალი საუკეთესოდ უნდა გამოიყურებოდეს, ჩვენ ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც ატლეტიკოს წინააღმდეგ, ასეთივე ენთუზიაზმითა და იმედით. საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ", - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

კომენტარები