უეფას ჩემპიონთა ლიგა 2014-15

გვარდიოლა: ბარსელონასთან დაპირისპირება ჩემთვის ემოციური მომენტი იქნება

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ მიუნხენის ბაიერნი, ბარსელონას დაუპირისპირდება. უკვე პირველი კომენტარი გააკეთა გერმანელთა ესპანელმა დამრიგებელმა, ხოსეპ გვარდიოლამ. სპეციალისტი თავის ყოფილ გუნდს შეხვდება, ამიტომ ეს წყვილი გულშემატკივართათვის კიდევ უფრო საინტერესოა.

"შეჯიბრის ამ ეტაპზე, ყოველთვის დიდ გუნდებთან გიწევს თამაში. შარშან შევხვდით რეალს, ახლა კი, ბარსელონას დავუპირისპირდებით. მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიხარია, რომ კარიერაში მეძლევა შანსი ამ გუნდს შევხვდე. ბარსელონას დამარცხება ძალიან გვსურს, მაგრამ მათ ხარისხიანი გუნდი ჰყავთ. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც უკან - ბარსელონაში დავბრუნდები, ამიტომ ჩემთვის ემოციური მომენტია", - განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.

კომენტარები