კორუფცია და ნეპოტიზმი

პრემიერი: არავითარი ნეპოტიზმის და არავითარი კორუფციის ფაქტი გურჯაანში არ არის

თუ რამე კითხვები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუ ისინი მართლა გულწრფელები არიან, არსებობენ შესაბამისი უწყებები და მათ შეუძლიათ, მიმართონ. ამხელა ალიაქოთი... რა თქმა უნდა, ეს არის ხელოვნური... არავითარი ნეპოტიზმის და არავითარი კორუფციის ფაქტი იქ არ არის. თუ არის მსგავსი რამ, ამას შეისწავლიან და მოახდენენ რეაგირებას შესაბამისი უწყებები - არსებობს პოლიცია, არსებობს ფინანსური სამსახური და არსებობს პროკურატურა. ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი. მათი სურვილი და ამოცანაა, რომ როგორმე შეაფერხონ და პარალიზება მოახდინონ ადგილობრივი ხელისუფლების, მათი მუშაობის. 

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გურჯაანში ანტიკორუფციული მოკვლევის შედეგები გუშინ გაასაჯაროვა. დოკუმენტში კორუფციული გარიგებებისა და ტენდერების პირობების დარღვევით გურჯაანის გამგეობასა და საკრებულოში ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტებზეა საუბარი.

კომენტარები