გიუნტერ ბეხლერი

ბეხლერი: კორუფციასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები სერიოზულია

გიუნტერ ბეხლერი
Financial

საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის განცხადებით, საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები ძალიან სერიოზულია. ბეხლერი დღეს გიგლა აგულაშვილსა და თინა ხიდაშელს შეხვდა.

"მინდა, ნათლად განვმარტო, რომ რაც ვთქვი ინტერვიუში კორუფციიასთან დაკავშირებულ პოტენციურ პრობლემებზე, ძალიან სერიოზულია. ამას ვამბობ, როგორც საქართველოს მეგობარი. იმიტომ, რომ ჩვენ ნამდვილად ვიბრძვით საქართველოში მეტი ინვესტიციისა და ქვეყნის განვითარებისთვის. პირადად მე, ყოველდღიურად ვმუშაობ, მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და ამიტომ ვთანხმდები ხელისუფლებას შეხვედრაზე. ვფიქრობ, ერთად შეგვიძლია ამ პრობლემის გადაჭრა. ჩემი აზრით, ამ კუთხით საჭიროა ზოგიერთი ინსტიტუტის რეფორმირება, სასამართლო ინსტუტუტების, ფინანსურის. შემდეგ კი ვფიქრობ, ჩვენ გვექნება საკმაოდ სასურველი და კარგი გარემო ახალი ინვესტორებისთვის. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების ინვესტორების შეშფოთებები. მე არ ვარ მოსამართლე, მე მხოლოდ შემიძლია ეს საკითხი წამოვჭრა, რის შემდეგაც პასუხისმგებელი მთავრობა და ინსტიტუტები მოაგვარებენ მას, ეს არის ჩემი მიზანი", - თქვა ბეხლერმა.

ელჩი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება პრობლემების გადასაჭრელად ყველაფერს იზამს.

FINANCIAL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გიუნტერ ბეხლერი ამბობდა, რომ გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებები და რეგიონებში მოსამართლეების გახსნილობა ქრთამის მიმართ გავლენას ახდენს საქართველოში მომუშავე უცხოელ ინვესტორებზე. შვეიცარიის ელჩმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეჩერდეს აღნიშნული და გაგრძელდეს ბიზნესისთვის მეგობრული გარემო ქვეყანაში.

კომენტარები