თბილისის მერია

ენმ: თბილისის მერიის საბანკო მომსახურების კონკურსი მორგებულია ქართუ ბანკზე

amerikiskhma.com

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები თბილისის მერიის საბანკო კონკურსში ქართუ ბანკის გამარჯვებას ვარაუდობენ. ირაკლი აბესაძის თქმით, საბანკო მომსახურების კონკურსი სუბიექტურია და მორგებულია ქართუ ბანკზე. საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ ამის საფუძველს იძლევა თავდაპირველად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლა და ხელახლა გამოცხადება, შედეგად კი, მერიის სისტემაში მომუშავე თანამშრომლებისთვის საბანკო პირობების გაუარესება.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, შემცირებულია მერიის საბანკო ანგარიშზე რიცხულ ნაშთებზე დასარიცხი პროცენტი და 16%-ს ნაცვლად 6%-ია გათვალისწინებული, გარდა ამისა, მერიის სისტემის თანამშრომლები ვეღარ ისარგებლებენ 100%-იანი ოვერდრაფტით და 300%-იანი სახელფასო სესხით.

თბილისის მერიამ მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსი 31 მარტს გამოაცხადა, რომელიც ჩაიშალა და 16 აპრილს ხელახალი კონკურსი გამოცხადდა. განმეორებითი კონკურსი 29 აპრილს ჩატარდება.

კომენტარები