ბიძინა ივანიშვილის როლი

TI: ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიის მძღოლი გამგებლის მოვალეობას ასრულებდა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, მინიმუმ 38 თანამდებობის პირი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაში მუშაობდა. ორგანიზაციის ცნობით, ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში სხვადასხვა პოზიციაზე და განსხვავებული გამოცდილების მქონე პირები, პრაქტიკულად, ხელისუფლების ყველა შტოს წამყვან რგოლში დასაქმდნენ. მაგალითად, შპს ელიტა ბურჯის მძღოლი პაატა აბრამიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

შპს ელიტა ბურჯი ივანიშვილთან ასოცირებული სამშენებლო კომპანიაა, რომლის მფლობელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული.

კომენტარები