ბიძინა ივანიშვილის როლი

კვაჭანტირაძე: ბატონ ბიძინას აზრს ვეკითხებით, ყველა ქვეყანაში ასე ხდება

არავინ არ მალავს და არასდროს დაუმალავს, რომ ჩვენ ბატონ ბიძინას ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე აზრს ვეკითხებით. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი. ყველა ქვეყანაში ასე ხდება, დამიჯერეთ. ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობა ყველაფერზე ეკითხება აზრს ყოფილ ლიდერს, რომელიც კანონით არც უნდა ერეოდეს საქართველოს პოლიტიკურ საქმიანობაში, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს, ასევე ჩვენც, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე აზრს ვეკითხებით ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და აქ ნონსენსი ნამდვილად არ არის. მაქვს ბატონ ბიძინასთან კომუნიკაცია თუ გინდათ, რომ ამაზე გქონდეთ პასუხი.

ამბობს ქართული ოცნების წევრი ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები