ათონელის რეზიდენცია

კოჟორიძე: ივანიშვილის სურვილია, პრეზიდენტმა გააკეთოს ის, რაც მას სურს

გადაცემა ფოკუსი/ტაბულა

"ივანიშვილი ადგენს თამაშის წესებს და მას სურს, პრეზიდენტი იყოს იქ და გააკეთოს ის, რაც მას სურს", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი, კახა კოჟორიძე ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას ავლაბრის რეზიდენციის დაცლის შესახებ. ამის შესახებ კოჟორიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

კოჟორიძის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდება. 

"რამდენიმე დღის წინ ბატონმა ბიძინამ თავის გადაცემაში ისაუბრა პრეზიდენტის სასახლეზე და თქვა, რომ ის ათონელზე უნდა გადასულიყო. მეორე დღეს მთავრობამ გაკეთა განცხადებები, ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ. დღეს ყოფილმა პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება "ჭარბ ფართზე" და აღნიშნა, რომ ამხელა ფართი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის საჭირო არ არის. ივანიშვილმა თქვა ისიც, რომ თამაშის წესებს ყველა, მათ შორის პრეზიდენტიც, უნდა დაემორჩილოსო. ეს ის თამაშის წესებია, რასაც სწორედ თავად ბატონი ბიძინა ადგენს," - განაცხადა კოჟორიძემ.

კოჟორიძემ ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ ითვალისწინებს, მისი აზრით, მთავრობა ბიძინა ივანიშვილის რჩევებს.

"ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება ის, რომ ეს მთავრობა დღეს ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან. ამიტომაც მას აქვს დიდი გავლენები და მის აზრს ითვალისწინებენ. რაც პრეზიდენტი ბატონი ივანიშვილის თამაშის წესებს არ დაემორჩილა, დაიწყო მის მიმართ პოლიტიკური კამპანია," - განაცხადა კოჟორიძემ.

კომენტარები