ხელყუმბარა სკოლის ტერიტორიაზე

207-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან F1 ტიპის ხელყუმბარა ამოიღეს

Getty Images

თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე მდებარე 207-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან F1 ტიპის ხელყუმბარა ამოიღეს.

სკოლის დირექტორის განცხადებით, მანდატურმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო პიროვნება შენიშნა, რომელმაც როგორც ჩანს ხელყუმბარა დატოვა.

სამართალდამცველები და სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები სკოლასთან მუშაობას მორჩნენ. ხელყუმბარის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარები