ირაკლი სესიაშვილი

სესიაშვილი: ხელისუფლება საზოგადოებაზე უფრო დემოკრატიულია

...ყველაზე მარტივია დიქტატორული მეთოდით სამართლიანობის აღდგენა, ასე აღადგინა სააკაშვილმა 2004 წელს სამართლიანობა მის ჭკუაში და ჩვენ ამაზე, სამწუხაროდ, თვალი დავხუჭეთ. დღეს ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ მეორედ წარსულში არ უნდა დავბრუნდეთ. ჩვენ უნდა წინ ვიაროთ და ამისთვის უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ პირველ რიგში გვჭირდება სამართლიანი სასამართლო, ამას დრო სჭირდება, ამას პროცესი სჭირდება. ამას სჭირდება სწორი მიდგომა... დღეს მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლება გაცილებთ დემოკრატიულია, ვიდრე საზოგადოება, იმიტომ, რომ საზოგადოება ჩვენ გვთხოვს დემოკრატიას, მაგრამ მეორე მხრივ დიქტატორული მეთოდებით გვთხოვს იმ სურვილების დაკმაყოფილებას, რაც გამოიწვია 9 წლიანმა ტანჯვამ და წამებამ...

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „სამართლიანობის აღდგენის“ შესახებ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში.

კომენტარები