ნავის გატაცება

იტალიამ გატაცებული თევზსაჭერი ნავი უკან დაიბრუნა

Bernat Armangue / AP

იტალიის საზღვაო ძალებმა შეიარაღებული პირების მიერ გატაცებული სიცილიის კუთვნილი თევზსაჭერი ნავი უკან დაიბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის პოლიცია ავრცელებს.

თევზსაჭერი ნავი, სადაც იტალიის სამი და ტუნისის ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა, შეიარაღებულმა პირებმა დღის პირველ ნახევარში გაიტაცეს. ოპერაციის მონაწილეებს ნავი არიონე ლიბიის პორტში დახვდათ. გამტაცებელთა ვინაობა ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. 

აღსანიშნავია, რომ ნავზე მყოფთ არანაირი ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებათ.

კომენტარები