გოგა ონიანის საქმე

საქალაქო სასამართლოში გოგა ონიანის საქმის განხილვა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატ გოგა ონიანის საქმის განხილვა გადაიდო. ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე აუდიომასალები, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები და სახალხო დამცველის ანგარიში წარადგინეს, რომლებშიც საუბარი პოლიტიკური მოტივით დევნაზე იყო. პროკურატურამ მასალების გასაცნობად დრო ითხოვა, რის გამოც განხილვა 5 მაისამდე გადაიდო. პროცესს ესწრებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც. მისი თქმით, გოგა ონიანი პოლიტიკური დევნილია.

გამოძიების ვერსიით, გოგა ონიანმა კომპანიის მფლობელი, რომელიც ქართული ოცნების ლოგოიან მაისურებს ამზადებდა, უკანონოდ დააკავა და მას ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდო. სასამართლომ ონიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები