ჩემთვის ორი საკითხია მნიშვნელოვანი. ერთი ის, რომ ამ მკვლელობაზე [ე.წ. კორტების სპეცოპერაციაზე] ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. სისხლი დაიღვარა და ვიღაცამ ამაზე პასუხი უნდა აგოს და მეორე - სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაურის ფსიქიკა უნდა იყოს ბევრად მყარი, ვიდრე სუიციდის აქტია ან თვითგვემის სხვა აქტით იქნება ეს გამოხატული.
ქუცნაშვილი: სპეცრაზმის უფროსის ფსიქიკა სუიციდის აქტზე მყარი უნდა იყოს
tbl.ge/mw4
დაკოპირდა

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა სპეცრაზმის ყოფილი უფროსის ხელმძღვანელის კახაბერ ნაკანის თვითმკვლელობის მცდელობაზე. ნაკანმა, რომელსაც ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული, დღეს ვენები გადაიჭრა.




