წარმოება

საგამომცემლო საქმიანობა წინა წელთან შედარებით 32%-ით გაძვირდა

.news.com.au

საქსტატის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, 2015 წლის მარტში ცელულოზა ქაღალდისა და საგამომცემლო საქმიანობის ღირებულება წინა წელთან შედარებით 32%-ით გაიზარდა. 2015 წლის თებერვალთან შედარებით კი, საგამომცემლო საქმიანობა 4.7%-ით გაძვირდა. ფასების ზრდის მთავარი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ცელულოზის გაძვირებაა. 

ფასების ზრდა ქართულ გამომცემლობებსა და ბეჭდურ მედიაზე უარყოფითად აისახება. 

საქსტატის მონაცემებით, დამამუშავებელი მრეწველობაში ფასები გაიზარდა 9.3%-ით. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (16.5%), მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (7.7%).

საქსტატის ცნობით, 2015 წლის მარტში 2014 წლის მარტთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0.3%-ით შემცირდა. ინდექსი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.8%-ით აღემატება.

ზოგიერთ სექტორში წინა წელთან შედარებით ფასების შემცირებაც დაფიქსირდა. ფასები 19,9 პროცენტით შემცირდა ქიმიურ წარმოებაზე. წინა წელთან შედარებით, ფასები 12%-ითაა შემცირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე.

კომენტარები