გემის ჩაძირვა

ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად 400-მდე არალეგალი მიგრანტი დაიღუპა

GUARDIA COSTIERA / AFP

ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად, რომლითაც მიგრანტები ლიბიიდან იტალიაში გადასვლას ცდილობდნენ, სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა. ამ ინფორმაციას იტალიური მედია გუშინდელ საზღვაო ინციდენტში გადარჩენილებზე დაყრდნობით ავრცელებს.

იტალიის სანაპირო დაცვამ 144 ადამიანი გადაარჩინა და ცხრა დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინა.

სულ 11-დან 13 აპრილამდე იტალიის სანაპიროზე ლიბიიდან საზღვაო გზით 5 ათასზე მეტი არალეგალი მიგრანტი ჩავიდა. 

კომენტარები