BLACKWATER

აშშ-ის სასამართლომ BLACKWATER-ის საქმეზე ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა

ვაშინგტონში სასამართლომ ე.წ. BLACKWATER-ის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიის ოთხი თანამშრომელი სასამართლომ 2007 წელს ერაყში 14 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ბრალდებულ ნიკოლას სლატენს განზრახ მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენ სამ ბრალდებულს, მკვლელობის მცდელობასა და არაგანზრახ მკვლელობისთვის, 30-30 წლით პატიმრობა. პროცესს დაღუპულთა ახლობლები და მოწმეები დაესწრნენ.

დანაშაული 2007 წლის 16 სექტემბერს მოხდა, როდესაც კომპანია ბლექუოტერის თანამშრომლებმა ხალხმრავალ მოედანზე ცეცხლი გახსნეს, რასაც 14 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა და 17-ზე მეტი დაშავდა. კომპანია ბლექუოტერს, რომელიც ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის საფუძველზე თანამშრომლობდა, ლიცენზია ჩამოერთვა, დღეს ეს კომპანია საქმიანობას აკადემის სახელით აგრძელებს.

კომენტარები