ირანის ატომური პროგრამა

პუტინმა ირანისთვის სარაკეტო კომპლექსის მიწოდებაზე აკრძალვა გააუქმა

რუსეთის პრეზიდენტმა ირანისთვის S300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის მიწოდებაზე აკრძალვა გააუქმა. ვლადიმირ პუტინმა შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა.

2010 წელს ირანის წინააღმდეგ შემოღებული საერთაშორისო სანქციების გამო მოსკოვმა თეირანთან უკვე გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება შეაჩერა. პუტინის ახალი ბრძანებულების შემდეგ მოსკოვმა შესაძლოა ეს შეიარაღება ირანს უახლოეს მომავალში მიაწოდოს, იმის მიუხედავად, რომ ირანის ატომური პროგრამის შესახებ შვეიცარიაში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, საერთაშორისო სანქციები ირანის წინააღმდეგ ჯერ კიდევ ძალაში რჩება.

კომენტარები