გაიოზ ნიგალიძე

ქართველი მოჭადრაკე გაიოზ ნიგალიძე დუბაის საერთაშორისო ტურნირიდან გააგდეს

ქართველი მოჭადრაკე გაიოზ ნიგალიძე დუბაის საერთაშორისო ტურნირიდან გააგდეს. მას 15-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ნიგალიძე თამაშის მსვლელობისას, ხშირად გადიოდა ტუალეტში, სადაც მას მობილური ტელეფონი ჰქონდა დამალული და ერთ-ერთი საჭადრაკო პროგრამის დახმარებით სავარაუდო სვლებს ამოწმებდა.

საქართველოს ორგზის ჩემპიონი ტიგრან პეტროსიანთან თამაშის დროს გააგდეს. პეტროსიანს საეჭვოდ მოეჩვენა ის ფაქტი, რომ ნიგალიძე ძალიან ხშირად გადიოდა ტუალეტში და სულ ერთსა და იმავე კაბინაში შედიოდა. კაბინის შემოწმების შემდეგ, ტუალეტის ქაღალში გახვეული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.

ნიგალიძის თქმით, მობილური ტელეფონი მას არ ეკუთვნოდა. თუმცა, სოციალური ქსელი მისი სახელით იყო ჩართული. ასევე, ტელეფონში, ნიგალაძის სათამაშო პარტიას ერთ-ერთი ჭადრაკის პროგრამა აანალიზებდა.

კომენტარები