აფეთქება გლდანში

გლდანში აფეთქების შედეგად 65 წლის ქალი გარდაიცვალა

metro.us

გლდანის მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

სამაშველო სამუშაოების ფარგლებში აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან საერთო ჯამში 4 ადგილობრივი მცხოვრების გამოყვანა მოხდა. ოთხი პირიდან ერთი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. 65 წლის ქალი კი აფეთქებით გამოწვეული ნგრევის შემდეგ ნანგრევებში მოყვა და გარდაიცვალა.

აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება.

"აფეთქების შესახებ საგანგებოს სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება 7:30 საათზე შემოვიდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო აღნიშული სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები. ადგილზე მისვლის მომენტში დაფიქსირდა, რომ აფეთქდა შენობის მე-8 და მე-9 სართლები. მეცხრე სართულიდან დაშავებული პირი უვნებლად იქნა გამოყვანილი და მოხდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. ასევე მერვე სართულის აივნიდან გადმოვიყვანეთ კიდევ ორი ადამიანი. რაც შეეხება მეოთხე პირს, სამწუხაროდ აფეთქება დასრულდა მსხვერპლით და გარდაცვლილია მერვე სართულზე მცხოვრები 65 წლის ქალი.სამაშველო სამუშაოები 2 საათი მიმდინარეობდა და ამ ეტაპისთვის დასრულებულია" - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა.

კომენტარები