ქართველი კათოლიკეები

ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსი სააღდგომო მილოცვას ავრცელებს

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
ტაბულა

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო მართლმადიდებლებსა და ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს, აღდგომას ულოცავს.

“ქრისტე აღდგა” ამ მილოცვის უკან დგას თითოეული ადამიანის სახე, ვინც აირჩია სოლიდარობა, ძმობა და სიყვარული. ყოველ წელიწადს გვესაჭიროება მოვისმინოთ სიტყვები “ქრისტე აღდგა”, რადგანაც მუდამ არიან ადამიანები, ვისაც სურს, დაგვარწმუნოს, რომ ლოდის გადაგორება შეუძლებელია, რომ სამყაროს ვერ შეცვლი, რომ სიცოცხლე სულ უფრო მეტად დაემონება სიკვდილს, ბოროტებასა და ცოდვას. მუდამ არიან ისეთები, ვისაც სურს, დაგვაჯეროს, რომ იესო არ აღმდგარა! ამ სიტყვებით, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის სახელით მსურს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო მთელ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ყველას ვინც ზეიმობს, და თქვენთან ერთად ხმამაღლა ვთქვა: ქრისტე აღდგა... ჭეშმარიტად აღდგა!" - ნათქვამია მილოცვაში

კომენტარები