შალვა აბულაძის დაკავება

თარგამაძე: ამ ხელისუფლების პირობებში კრიმინალი სულ უფრო გაიზრდება

ტაბულა

პირველ რიგში კარგია, რომ უმსხვერპლოდ დამთავრდა დაკავების ოპერაცია.

ხელისუფლების ამ მიდგომის პირობებში კრიმინოგენული ვითარება სულ უფრო დამძიმდება - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ განაცხადა.

თარგამაძის თქმით კარგია, რომ პოლიციამ შალვა აბულაძე დააკავა და მისი აყვანის სპეცოპერაცია მსხვერპლის გარეშე დამთავრდა, თუმცა მის ძებნას ორი პოლიციელის სისოცხლე ემსხვერპლა. თარგამაძის თქმით თუ ხელისუფლება სამართალდამცავ სტრუქტურების მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის, ვითარება სულ უფრო დამძიმდება.

„თუ ხელისუფლება არ შეცვლის თავის მიდგომას პოლიციის, ზოგადად სამართალდამცავი სისტემის მიმართ, თუ არ გაათავისუფლებენ უკანონოდ დაკავებულ სპეცრაზმელებს, თუ არ გამოუშვებენ განძრახ მკვლელობის ბრალდებით ქუთაისში დაკავებულ პოლიციელს, თუ არ იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემულია ადამიანები რომლებიც მკვლელს საზღვაზე აპარებდნენ სამწუხაროდ სიტუაცია არ გამოსწორდება და პირიქით დამძიმდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ შეცვალოს დამოკიდებულება კრიმინალთან მიმართებაში“ - განაცხადა თარგამაძემ.

კომენტარები