ფიქრია ჩიხრაძე

ჩიხრაძე: „სამართლიანობის აღდგენა“ მხოლდ წინა ხელისუფლებას არ უნდა ეხებოდეს

როდესაც ხალხი დაინახავს იმას, რომ ახალი ხელისუფლება მოვიდა და თქვა, რომ სამართლიანობის აღდგენა დაიწყება, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა როცა გინდა მარტო წინა ხელისუფლების ნამოქმედარში და შენი ხელისუფლების ნამოქმედარს აბსოლუტურად ყველაფერს აფარებ ხელს, ეს ვერანაირ სამართლიანობაზე ვერ ილაპარაკებს ვერასოდეს... დღეს ასე ხდება - ყველა შესციცინებს თვალებში ერთ ადამიანს, რომელ კომენტარში რას იტყვის, რომ იმის მიხედვით მიიღოს ყველამ გადაწყვეტილება... რომ დამდგარხარ და თითი თითზე არ დაგიკარებია და გაუთავებლად „9 წელს" იძახი, ეს არის უკვე ძალიან მძიმე რამ, იმიტომ, რომ შენ ხარ დღეს ხელისუფლებაში, შენ მოგცა ხალხმა ხმა ყველაზე მეტად. შენ აიღე პასუხისმგებლობა, შესაბამისად, შენ უნდა მოგთხოვოთ და შენ მაჩვენე, რის გამკეთებელი ხარ, რა მიმართულებით დაამკვიდრე სამართლიანობა, თორე ეს აღდგენა სამართლიანობის საერთოდ გაუგებარი ტერმინია.

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე „სამართლიანობის აღდგენის“ შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.

კომენტარები