ტრანსპორტი

Pegasus კვირაში სამჯერ ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით იფრენს

tourismupdates.com

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus-ი ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით კვირაში სამ რეისს შეასრულებს. ფრენა სტამბოლის მიმართულებით სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 30 ევროდან დაიწყება. 

მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიარეისის გახსნა მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს ხელსაყრელ ფასად იფრინონ არაერთი მიმართულებით. ავიაკომპანია Pegasus-ი მომხმარებლებს სტამბოლის საბია გოგჩენის აეროპორტიდან ავიარეისებს დაახლოებით 100 სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.

მარტში ქუთაისის აეროპორტიდან რეისი კიევი-ქუთაისი Wizzair Ukraine-მა გააუქმა, კომპანიამ ფრენები აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული საომარი ვითარებისა და უკრაინული გრივნის გაუფასურების გამო შეწყვიტა.

კომენტარები