ნარმანია საკრებულოში

ელისაშვილი: რატომ ჰგონიათ, რომ ქალაქი გუგუნებს, ვფიქრობ, ქალაქი იგინება

ალეკო ელისაშვილი
ნეტგაზეთი

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგება. თბილისის მერი მისი მუშაობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს, შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ოპოზიცია თბილისის მერს საკადრო პოლიტიკასა და გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებზე, ასევე 2015 წლის კორექტირებულ ბიუჯეტზე ჰკითხავს, რომელიც საკრებულომ 2 დღის წინ დაამტკიცა.

ამასთან დაკავშირებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა.

"არ ვიცი, რატომ მიაჩნიათ მერიის ჩინოვნიკებს, რომ ქალაქი გუგუნებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთელი ქალაქი იგინება, როდესაც ორმოებში არტყამს მანქანებს და ამაზეც დაველაპარაკებით მერს, რომ რა არის ახლა ეს, გვატყუებენ, გვგონია, რომ ორმოები არ არის თუ რა არის. უამრავი პრობლემა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან დაწყებული, სიტი-პარკიდან დაწყებული, ავარიული შენობებით დაწყებული, ისტორიული ქალაქით დამთავრებული", - თქვა ელისაშვილმა.

კომენტარები