ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი გერმანულ რაიხს შეადარა

EPA

რუსეთის საგარეო უწყებამ აღშფოთება გამოთქვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გამო, სადაც რიკნევიჩსმა რუსეთი გერმანულ რაიხს შეადარა. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ედგარ რიკნევიჩსის სიტყვები მკრეხელურია და არსებით კომენტარს არ იმსახურებს.

"მიგვაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები დიაგნოზია", - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

რინკევიჩსმა საკუთარ ტვიტერში დაწერა, რომ რაც უფრო აკვირდება რუსეთს, მით უფრო მეტად ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა დაამთავრებს როგორც გერმანიის რაიხი პირველი და მეორე მსოფლიო ომის წინ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის სიტყვებს ლატვიის პრემიერმინისტრმა ლაიდმოტა სტრაიუმამ მინისტრის პირადი აზრი უწოდა და აღნიშნა, რომ   მისთვის ძნელია იმის თქმა, განცხადების მიზეზი რა გახდა. პრემიერის თქმით, ამის შესახებ მინისტრს გაესაუბრება. 

კომენტარები