სპერაზმელები

მიროტაძე: თუ სპეცრაზმელი უკანონო ბრძანებას მიიღებს, არ უნდა შეასრულოს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე თვლის, რომ თუ სპეცრაზმელი ხელმძღვანელობისგან უკანონო ბრძანებას მიიღებს, არ უნდა შეასრულოს, თუნდაც ის სამსახურიდან გაათავისუფლონ.

"თუ სპეცრაზმელმა იცის, რომ ის ბრძანება, რომელსაც მიიღებს ხელმძღვანელობისგან კანონს ეწინააღმდეგება, ის არ უნდა იყოს შესრულებული, თუნდაც ის გაათავისუფლონ ამის გამო სამსახურიდან. იმიტომ, რომ ბევრად მძიმე დანაშაული შეიძლება, ჩაიდინოს, რაც გვაქვს სახეზე [კორტების სპეცოპერაციის საქმეზე]. რაც შეეხება იმას, უნდა დავაკავოთ თუ არ უნდა დავაკავოთ, თუ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, უნდა დავაკავოთ",-თქვა მიროტაძემ.

კომენტარები