სპეცრაზმელები

თარხნიშვილი: სპეცრაზმელები დღეს თვითონ ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ

დავუბრუნდები 6 სპეცრაზმელს - აქ გასაგებია, რომ შეუძლებელია, ადამიანი დააკავო იმის გამო, რომ ის ასრულებდა თავის მოვალეობას და ასრულებდა ბრძანებას. თავიდანვე გასაგები იყო და ახლა უფრო გასაგებია, ეს ადამიანები დააკავეს იმისთვის, რომ მოახდინონ მათზე ზემოქმედება იმ მიზნით, რომ შეკეროს საქმე ირაკლი ფირცხალავას და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. და რატომ ხდება ასე - ეს არის კიდევ ერთი ხარკი, რომელსაც დღევანდელი მთავრობა იხდის კრიმინალური სამყაროს წინაშე. ამას როდესაც გარეთ დარჩენილი სპეცრაზმელები უყურებენ, ისინი ვერ აღასრულებენ თავის მოვალეობას და ვერ დაიცავენ ჩვენს უსაფრთხოებას, იმიტომ, რომ ისინი თვითონ ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თარხნიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში. აღსანიშნავია, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე 6 სპეცრაზმელი დააკავეს. ამ საქმეზე ასევე დაკავებულები არიან - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე, თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი.

კომენტარები