საჯარო ფინანსები

თბილისის ბიუჯეტი შეკვეცის ნაცვლად 48 მილიონით გაიზარდა

amerikiskhma.com

თბილისის საკრებულოში ამჟამად თბილისის ბიუჯეტის განახლებულ ვარიანტს უყრიან კენჭს, რომლის მოცულობაც 851 მილიონ ლარს შეადგენს.  

ცნობილია, რომ უმცირესობა ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს, რადგანაც ბიუჯეტის განახლებული ვარიანტით სოციალური ხარჯების 6 მილიონიანი შემცირება იგეგმება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს სევდია უგრეხელიძის შეფასებით ახალ ბიუჯეტში ხარჯები გამჭვირვალე არ არის, რის გამოც კორუფციის რისკი გაზრდილია. 

ქართული ოცნების დეპუტატების შეფასებით კი, ბიუჯეტის ზრდა თბილისისთვის დადებითი პროცესია, რადგანაც უფრო მეტი პროექტის განხორციელება მოხდება. ბიუჯეტის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის დამატებითი სასხსრების მობილიზაცია წარმოადგენს. ზრდის ერთ-ერთ მიზეზს EBRD-ის კონფერენციისთვის ავტომობილების შემცირებაც წარმოადგენს. კითხვაზე თუ რატომ გაიზარდა თბილისის ბიუჯეტი, მაშინ, როდესაც მთავრობამ ყველა თვითმმართველობას ხარჯების შემცირება დაავალა თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, რომ ბიუჯეტის ზრდა და ხარჯების შემცირება ერთმანეთთან შესაბამისობაშია.

კომენტარები