პოლიციელის მკვლელობა

გაბაშვილი: ეს ხელისუფლება გარიგებაშია ქურდულ სამყაროსთან

ეს ინიციატივა, თითქოს კანონის გამკაცრების შესახებ, არის მთავრობის მხრიდან თვალთმაქცობა იმიტომ, რომ კანონში არ არის პრობლემა, არსებული კანონებითაც შეიძლება პოლიციამ ძალიან ეფექტურად იმუშაოს. პრობლემა არის იმაში, რომ ეს ხელისუფლება და ეს მთავრობა გარიგებაშია და თავიდანვე გარიგებაში იყო ქურდულ სამყაროსთან. მთავრობა და ხელისუფლება მთელი თავისი მენტალიტეტითა და საქმიანობით არის მეორე მხარეს, ანუ ქურდული, კრიმინალური სამყაროს მხარეს. შესაბამისად, ეს არის ძირითადი და მთავარი პრობლემა და არა ის, რომ რაიმე კანონია არაეფექტური.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ინიციატივაზე. კერძოდ, იზორიას თქმით, პოლიციელის უფლებამოსილებების გასაზრდელად, შესაძლოა, კანონპროექტი მომზადდეს.

კომენტარები