ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

უდესიანი: შესაძლოა, პროკურატურამ ვინმეს ათქმევინოს, რომ მე მოვკალი ხარძიანი

არ გამოვრიცხავ, პროკურატურამ ვინმე აიძულოს და ათქმევინოს, რომ მე მოვკალი ხარძიანი. შეუძლიათ სკაიპით დამკითხონ, ბილეთებს ვუყიდი ჩამოვიყვან, ვუპასუხებ მათ ყველა კითხვას.მე ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებ. მეყო რაც ვდუმდი. თქვენ როგორ გგონიათ, მე ამას შევიტენი? მეტყობა ამის რამე? მე ამ საკითხს შევაკვდები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიმართლე დადგინდეს. ყველა ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას, მთელ სამეგობრო წრეს, ფინანსურ შესაძლებლობებს ჩავრთავ ამ საქმის გახსნისთვის და ხარძიანის მკვლელის თუ მკვლელთა ჯგუფის გამოსააშკარავებლად და შემდგომში დასასჯელად.

განაცხადა ბიზნესმენმა გია უდესიანმა პოსტსკრიპტუმთან საუბარში

კომენტარები