ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელი ფარულმა კამერებმა დააფიქსირეს

pia.ge

ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატი, მალხაზ სალაყაია, ადასტურებს, რომ ვიდეოჩანაწერებში, რომელიც პროკურატურამ შეისწავლა, ბიზნესმენის მკვლელი ჩაფხუტის გარეშე ჩანს. ამის შესახებ სალაყაიამ პოსტსკრიპტუმთან ისაუბრა.

"ერთ პირზეა ამ შემთხვევაში ლაპარაკი. ყველა ის ვიდეო მასალა, ყველა ის გადაადგილების მარშრუტი, რომლითაც მკვლელს შეეძლო ემოძრავა თბილისში და ბესარიონ ხარძიანის სახლამდე მისულიყო, აბსოლუტურად შესწავლილია. გამოკვლეულია ყველა მასალა და ყველა დატოვებული კვალი დამნაშავის მიერ.

კადრებში ის ჩანს მოტოციკლეტისტის ჩაფხუტის გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა პროკურატურაში კომუნიკაცია,"- განაცხადა სალაყაიამ.

თბილისში ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

კომენტარები