ბიძინა ივანიშვილის როლი

კრამერი: გვაშფოთებს ივანიშვილის როლი, რომელიც კულისებიდან მართვას განაგრძობს

თეორემა/ტაბულა

"გვაშფოთებს მედიისადმი დამოკიდებულება და გულწრფელად რომ გითხრათ, ივანიშვილის როლი, რომელიც პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგა, მაგრამ კულისებიდან მართვას განაგრძობს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, Freedom House-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მიმართულების დირექტორმა დევიდ კრამერმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"გვაშფოთებს მედიისადმი დამოკიდებულება და გულწრფელად რომ გითხრათ, ივანიშვილის როლი, რომელიც პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგა, მაგრამ კულისებიდან მართვას განაგრძობს. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, დემოკრატიებშიც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არავის აურჩევია, მაგრამ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ეს ნორმალურია, მოსალოდნელია. მაგრამ როდესაც ერთი ინდივიდი თამაშობს ყველაზე მნიშვნელოვან როლს, რაც თქვენ აღწერეთ, ეს პრობლემაა, იმდენად, რამდენადაც ის აღარ არის თანამდებობაზე, ის აღარ არის ანგარიშვალდებული ნორმალური პოლიტიკური პროცესის ფარგლებში.

პრეზიდენტი, პარლამენტი, პრემიერმინისტრი - ეს ხალხი ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და ხალხი მათ მაშინ გამოცვლის, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, როდესაც აღარ მოუნდება - შემდეგი არჩევნების გზით. მაგრამ როდესაც ქვეყანა კულისებიდან იმართება, საზოგადოებას ურთულდება ამ ინდივიდის კონტროლი. ამიტომაა ეს უკიდურესად შემაშფოთებელი",-თქვა კრამერმა.

კომენტარები