ბიძინა ივანიშვილის როლი

კაციტაძე: პრობლემაა - ქვეყანაში არ არის ინსტიტუციები, არის კონკრეტული პიროვნება

როდესაც მთავარი არაფორმალური ხელისუფალი, ამ შემთხვევაში ბატონი ივანიშვილი, რომელიც ფლობს, მასვე დავესესხები, "ჭარბ ნდობას“, უცებ გადის გვერდზე და მოქალაქის სტატუსიდან იწყებს ქვეყნის მართვას. ხოლო ინსტიტუციები, რომლებსაც ფორმალურად გააჩნიათ გადაწყვეტილებების მიღების და მათი განხორციელების ბერკეტები, უბრალოდ, ვერ აკეთებენ ამას - მარტივი ვიზეზის გამო - "ვაი და მერე მას არ მოეწონოს ეს ყველაფერი. ამიტომ ჯერ უნდა შეთანხმდეს და მერე უნდა განვახორციელო“. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიდის ძალიან ცუდი მიმართულებით, ესკალირდება ეს ყველაფერი და ამ ყველაფრის მაგალითი არის ბოლო პერიოდში მინიმუმ სამი ფატალური შედეგით დასრულებული შემთხვევა, რომელიც დაიწყო ეროსი კიწმარიშვილით, გაგრძელდა იური ვაზაგაშვილით, გაგრძელდა ბესო ხარძიანით. ნათქვამია, რომ რაც ერთხელ მოხდა, შეიძლება, მეორედ არ მოხდეს, მაგრამ რაც ორჯერ ხდება, შეიძლება, ბევრჯერ მოხდესო. კარგი იქნება, თუ მოვიშველიებ მოქმედი პრემიერის სიტყვებს, ბოლო პრესკონფერენციაზე თქვა, ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ, თქვენ გიჩივლებდით და პასუხს აგებდითო. ეს პირდაპირი განცხადებაა, რომ ჩვენ ვართ არანორმალური სახელმწიფო და ამას ამბობს პრემიერმინისტრი, ეს მისი სიტყვებია. არანორმალურია ნამდვილად ეს სახელმწიფო, დღევანდელი მისი ყოფა. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ ქვეყანაში არსებობს არის ის, რომ არ არსებობს ინსტიტუციები, არსებობს კონკრეტული პიროვნება. 

პარტია ახალი მემარჯვენეების წევრი მამუკა კაციტაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები