თბილისის მერია

თბილისის მერია ახალ მომსახურე ბანკს კონკურსით, ორ კვირაში შეარჩევს

თბილისის მერია მომსახურე ბანკის შესარჩევად კონკურსს აცხადებს. თბილისის მთავრობის 2015 წლის 31 მარტის განკარგულებით, თბილისის მერიის ეროვნული ვალუტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთზე მაღალი საპროცენტო სარგებლის  მიღების, ანგარიშების მართვისა და ოპერაციების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვისა და სხვა ოპერაციების შეუფერხებელი და ხარისხიანი მომსახურების განხორციელების მიზნით, გამოცხადდა მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსი. ამავე განკარგულებით შეიქმნა საკონკურსო კომისია და დამტკიცდა მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი. კონკურსი ერთ ტურად ჩატარდება. კონკურსის საგანია ეროვნული ვალუტის ანგარიშზე არსებულ ნაშთზე (40 მლნ ლარი) დასარიცხი საპროცენტო სარგებლის დარიცხვა. გამარჯვებულად გამოცხადდება ის მონაწილე, რომელიც კომისიას სხვებთან შედარებით უკეთეს პირობებს შესთავაზებს. კომისია გადაწყვეტილებას დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით მიიღებს.

საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან თევზაია. ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჭანტურია. მერიის მუნიციპალური შესყიდვის საქალაქო სამსახურის უფროსი დავით მორალიშვილი, მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი გურანდა რომანაძე, თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია.

2010 წლიდან თბილისის მერიას ლიბერთი ბანკი ემსახურებოდა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 2010 წლის 16 მაისიდან ერთუ წელი. ხელშეკრულება ყოველწლიურად ავტომატურად გრძელდებოდა, მიმდინარე წელს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 16 მაისს იწუდება.

მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2015 წლის 15 აპრილს 15:00 საათზე ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულო დოკუმენტების მიღება ხვალიდან იწყება და ორი კვირის მანძილზე, 14 აპრილის 18:00 საათამდე გასტანს. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში კომპანია ქართუმ ტენდერში გაიმარჯვა და ის თბილისის მერიის ავტოპარკს დააზღვევს. სავარაუდოდ, თბილისის მერიას ყველაზე მაღალ საპროცენტო სარგებელს სწორედ ქართუ ბანკი შესთავაზებს.

კომენტარები